მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა სიცოცხლე დაუბრუნა უძველეს ხეს, რომლის შესახებაც ბიბლიაში წერია. მეცნიერებმა ეს შეძლეს 1000 წლის წინანდელი თესლით,-ამის შესახებ ჟურნალი Communications Biology წერს.
მცირე ზომის თესლი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, იუდეის უდაბნოში, ერთ-ერთ მღვიმეში ინახებოდა, სანამ 1980 წლის გათხრების შედეგად, არქეოლოგები იპოვიდნენ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათ წინაშეა ნიმუში, რომლის ფისიდან ბიბლიურ დროში შეიძლებოდა მიეღოთ იერემიას და ეზეკიელის წიგნებში ნახსენები სამკურნალო ბალზამი.
უძველესი ხის გაზრდას, რომელსაც სახელად შება უწოდეს, 14 წელი დაჭირდა. ამჟამად მისი სიმაღლე 3 მეტრს აღწევს.
Facebook Comments Box