საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს სამარცხვინოს და ტრადიციების შეურაცხმყოფელს უწოდებს.
„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!“,-წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისში გამოჩნდა პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერები წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”. ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქში, დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი.
Facebook Comments Box