„თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი – ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას“ – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია და ამიტომ მასში დიასპორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
„მე ვიცი, რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება, რომ უბნები, სამწუხაროდ, არ გაგვიხსნეს. მაგრამ ამის მიუხედავად, თქვენ , მე ვიცი, რომ მზადა ხართ, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Facebook Comments Box