GD Banner
პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერ – ლაშა ტალახაძესთან და ოლიმპიურ ჩემპიონ, საარჩევნო სიის მეათე ნომერ – გენო პეტრიაშვილთან ერთად ახალგაზრდებს შეხვდა.

ახალგაზრდებთან შეხვედრისას, ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის წარმატებული სპორტსმენების გავლენა და მათთვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა. დელეგატის თქმით, სწორედ სპორტსმენების გამოცდილება აძლევს ახალგაზრდებისთვის ამის თქმის შესაძლებლობას.

„წარმატება ვუსურვე ოლიმპიურ ჩემპიონებს ჩემთან ერთად ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურში დგომას გულისხმობს. ერთად, კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას!“- განაცხადა ზუკა რურუამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ვაკის მაჟორიტარი -ნოდარ ტურძელაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,011 ნახვა