GD Banner
Uncategorized

ნიკოლ ფაშინიანი -მშვიდობას სჭირდება ლიდერობა და პოლიტიკური სიმამაცე. მე და ჩემი მთავრობა ვალდებული ვართ, ჩვენს რეგიონში კონფლიქტის გვერდი დავხუროთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით,  სომხეთი მზადაა, მოაწეროს ხელი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პუნქტებს.

ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„მშვიდობას სჭირდება ლიდერობა და გულწრფელი პოლიტიკური სიმამაცე. მე და ჩემი მთავრობა ვალდებული ვართ, ჩვენს რეგიონში კონფლიქტის გვერდი დავხუროთ და გარდავქმნათ არსებული დინამიკა თანამშრომლობად კეთილდღეობისთვის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან. სომხურმა მხარემ შესთავაზა ბაქოს, მოვაწეროთ ხელი უკვე შეთანხმებულ მუხლებზე ბაქოში დაგეგმილ გაერო-ს კლიმატურ კონფერენციამდე, რითაც შეიქმნება ხელშემწყობი გარემო სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი ასევე მზადაა, გააგრძელოს მუშაობა საზღვრების დელიმიტაციაზე.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან ძლიერი და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სომხეთის ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია რეგიონში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისკენ, უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ფაშინიანმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა