GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი პრემიერისთვის ბაიდენის მიერ მიწვევის გაუქმებაზე: სამარცხვინო, მდაბიო საქციელია ვინც არ უნდა იყოს, მითუმეტეს, როდესაც ამას სჩადის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი

სამარცხვინო, მდაბიო საქციელია ვინც არ უნდა იყოს, მითუმეტეს, როდესაც ამას სჩადის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ამ მორალზე ვსაუბრობ, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერისთვის პრეზიდენტ ბაიდენთან მიღებაზე გაუქმებული მიწვევა.

მისივე თქმით, ის იმიჯი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოში, უფრო და უფრო ზიანდება ზემოთ ხსენებული საქციელით. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს ქმედება განპირობებული იმისთვის, რომ ოპოზიციას დაეხმარონ.

„საქართველოს არჩევნებში სურთ ჩარევა ამ „უსამშობლოებს“, რომლებსაც პულსი არ ესინჯებათ, უნდათ, რომ როგორმე გააცოცხლონ და მსგავსი ქმედებებით ჩირქი მოსცხონ საქართველოს მმართველ ძალას და რადიკალურ ოპოზიციას მეტი სტიმული მისცენ სცენარის გამოგონებით, თუ როგორი მიუღებელია საქართველოს მთავრობა. დამცირება არის არაჰუმანური, რომ დაგპატიჟებ და შემდეგ ამას გავაუქმებ, ეს არის მდაბიო საქციელი. ეს იყო განპირობებული იმისთვის, რომ აქ ოპოზიციას დაეხმარონ, ამ მორალს, ეთიკას, ადამიანობას ხაზს უსვამს აშშ-ს ადმინისტრაცია და ამას ვერ იგებენ. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზე და მეგობარ ქვეყანაზე ვსაუბრობდით, მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ვამხილე ისინი ორმაგ სტანდარტში, ოპოზიციურმა ტელევიზიებმა კი განაცხადეს, რომ მე თავს ვესხმოდი მათ. მორალი, ეთიკა, სამართლიანობა, სამართალი, წესები, წესრიგი, ადამიანობა ერთია, ვერ შეცვლი, სხვადასხვა შეხედულებები ვერ ექნება ამ ყველაფერს. როცა ამ ყველაფერს ჩვენ ვაღიარებთ და იქითა მხრიდან ასეთი მდაბიო საქციელებია, სამწუხაროა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,011 ნახვა