GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ქობულია – ჩემსა და გახარიას შორის ნდობა არ შედგა, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე ნომრად უნდა ვყოფილიყავი, გუშინ რა სიაც იყო პირველი 15 კაცი, დღეს დილით რომ ვნახე, სხვა სია იყო

გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და დავიწყეთ მოლაპარაკებები, ამაში დასამალი არაფერია, ისედაც გახდება ცნობილი მოქალაქეებისთვის. საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე ნომრად უნდა ვყოფილიყავი. ამ სამი თვის განმავლობაში ვთვლი, რომ მე პირადად მაქსიმალური ძალისხმევა გავწიე იმისთვის, რომ ნდობა შემექმნა, ჩემი აზრით, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარია სისტემატურად ცვლიდა პოზიციებს, შესაბამისად, მათი თანამშრომლობის საკითხი დახურულია, ნდობა კი საბოლოოდ დაინგრა. ამის მიზეზად, ქობულია, ორ ძირითად გარემოებას ასახელებს, „ლელოსთან“ ალიანსის შესახებ მოლაპარაკებებს და პარტიის 15-კაციან სიას, რომელიც ერთ დღეში შეიცვალა.

„ბეწვის ხიდზე გავდიოდით და ბოლომდე იმედი მქონდა, რომ რაღაცას ერთად გავიტანდით, მაგრამ ეს ნდობა დღეს საბოლოოდ დაინგრა. ამიტომ, ეს საკითხი არის დახურული, ეს თანამშრომლობა ჩემთვის დახურულია. ეს თანამშრომლობა არასდროს აღარ მოხდება არც ერთ ფორმატში, არც ახლა, არც ათი წლის შემდეგ და არც ცხოვრების ბოლომდე. თემა დახურულია, ეს ნდობა იმდენად არის დაზიანებული, რომ აღარ შედგება [თანამშრომლობა]. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება, მე მაქვს ჩემი სიმართლე, რომელსაც ყოველთვის პირდაპირ ვაწვდიდი მას. დღემდე ვერ გავიგე, მისი სიმართლე რაშია, ეს სიმართლე სისტემატურად იცვლებოდა დღიდან დღემდე, ხან ასე იყო, ხან ისე იყო. მაგალითად, მე აბსოლუტური წინააღმდეგი ვიყავი ჩვენი მოლაპარაკებისა “ლელოსთან“ ალიანსზე. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვიყავი, ნიუსებიდან გავიგე, რომ ეს მოლაპარაკება დაიწყო. ეს ეხმარება ნდობას? – არ ეხმარება. გუშინ რა სიაც იყო პირველი15 კაცი, დღეს დილით რომ ვნახე, სხვა სია იყო, ეს ეხმარება ნდობას? – არ ეხმარება. მე ნდობა აღარ მაქვს და ჩემთვის ეს საკითხი დახურულია.“ – განაცხადა ქობულიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,011 ნახვა