GD Banner
Uncategorized

ტრამპზე თავდასხმაში ბრალდებულის, რაიან რუთის შვილი, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დააკავეს

აშშ-ში დააკავეს ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რაიან რუთის შვილი. საქმე ბავშვთა პორნოგრაფიას ეხება.

58 წლის რაიან რუთს ბრალი წაუყენეს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რომელსაც ის წინასწარ გეგმავდა. მამაკაცს ასევე, ბრალი ედება ფედერალური პოლიციის ოფიცერზე თავდასხმაში და იარაღის უკანონო ტარებაში ძალადობრივი დანაშაული ჩადენის მიზნით. რუთს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ამავდროულად მისი შვილი, ორან რუთი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შენახვის გამო დააკავეს. მას გირაოს გადახდის უფლებაც არ მისცეს. ინფორმაციას ABC ავრცელებს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა რუთი-უმცროსის სახლში ტრამპზე თავდასხმის გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა ჩაატარეს და სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს მის სმარტფონში, საძინებელ ოთახში და სხვა მოწყობილობებში ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ასობით ფოტო. ფოტოზე აღბეჭდილი ზოგიერთი ბავშვის ასაკი 6 წლამდეა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,872 ნახვა