GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებაზე-ეს საქციელი მხოლოდ ამერიკას და ამერიკელ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას, რაც ძალიან სამწუხაროა, გიგაურის დონემდე დაცემა არ ეკადრება ამერიკას

x

„ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიპატიჟებაც და შემდეგ გაუქმებაც იმ გეგმის ნაწილი არ არის, რომელსაც აწარმოებს “ომის პარტია” და აქაური მე-5 კოლონა საქართველოს წინააღმდეგ“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებაზე საქართველოს პრემიერისთვის მიწვევის გაუქმებას.

ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციას, რომელსაც პულსიც კი აღარ ესინჯება, პატრონების გადაწყვეტილებით, იქნებ ამით მაინც ააგორებინონ უკმაყოფილება ხალხში და გარეთ გამოაყვანინონ.

„დავიწყებ იმით, რომ დღეს ჩვენი ახალგაზრდა პრემიერის დაბადების დღეა, ვულოცავ ამ შესანიშნავ ახალგაზრდას დაბადების დღეს, წინსვლას და წარმატებას ვუსურვებ ამ, ჩვენი ქვეყნისთვის, ურთულეს გზაზე და ჩვენი, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტი და ღირსება, ბოლომდე მის გვერდით ვიქნებით.(არც ისე ცოტანი ვართ) ახლა რაც შეეხება ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე, პრემიერის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიპატიჟებაც და შემდეგ გაუქმებაც იმ გეგმის ნაწილი არ არის, რომელსაც აწარმოებს “ომის პარტია” და აქაური მე-5 კოლონა საქართველოს წინააღმდეგ. ოპოზიციას, რომელსაც პულსიც კი აღარ ესინჯება, პატრონების გადაწყვეტილებით, იქნებ ამით მაინც ააგორებინონ უკმაყოფილება ხალხში და გარეთ გამოაყვანინონ. კიდევ ერთხელ გავმეორდები, როგორ არ უნდა იცნობდე ქართველი კაცის ბუნებას, რომ დაიჯერო ამ გაუგონარი საქციელით ხალხს გარეთ გამოიყვან. ეს საქციელი მხოლოდ ამერიკას და ამერიკელ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას, რაც ძალიან სამწუხაროა. გიგაურის დონემდე დაცემა არ ეკადრება ამერიკას. რაც შეეხება სპეკულაციას, ხელის ჩამორთმევა-არ ჩამორთმევაზე, ხელს ზელენსკის ართმევენ და მქუხარე აპლოდისმენტებითაც ხვდებიან, რომელი გვირჩევნია ჩვენი ომს გადარჩენილი სამშობლო თუ მიწასთან გასწორებული უკრაინა, მილიონი დაღუპულით?“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,011 ნახვა