GD Banner
პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ბევრი ქვეყანა უცხოეთში საარჩევნო უბნებს საერთოდ არ ქმნის, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში არის, ჩვენ აღვასრულებთ იმას, რასაც კანონმდებელი გაითვალისწინებს

„ჩვენ აღვასრულებთ იმას, რასაც კანონმდებელი გაითვალისწინებს და რაზეც პოლიტიკოსები შეთანხმდებიან“, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკოს“ განაცხადა.

ამ განცხადებით ცესკოს თავმჯდომარემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ქმნის თუ არა გარკვეულ უსამართლობას ის ფაქტორი, რომ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები, რომლებიც იქიდან ოჯახებს ეხმარებიან და რომელთა მონაწილეობის მასშტაბი ქართულ ეკონომიკაში, ანუ ჩვენს შიდა პროცესებში, სოციალურ ყოფაში საკმაოდ მაღალია, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მოკლებული არიან და რა გამოსავლის შეთავაზება უნდა მოხდეს მათთვის კანონმდებლის მხრიდან.

„სამომავლო პერსპექტივაში ყველა ალტერნატიულ შესაძლებლობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მე ვსაუბრობ წმინდა პროფესიული ადმინისტრირების ტექნიკური თვალსაზრისით. რასაც კანონმდებელი გაითვალისწინებს და რაზეც პოლიტიკოსები შეთანხმდებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ იმას აღვასრულებთ; მოგვწონს-არ მოგვწონს, ეს ჩვენი საფიქრალი და საზრუნავი არ არის. როგორც აღვნიშნე, ყველა ალტერნატიულ შესაძლებლობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად, მაგრამ ეს მაინც არის პოლიტიკური გადაწყვეტის საგანი, საკითხი. გერმანია, კანადა, ისრაელი, ირლანდია, სლოვაკეთი, სომხეთი და ბევრი სხვა ქვეყანა უცხოეთში საარჩევნო უბნებს საერთოდ არ ქმნიან.

რამდენიმე ქვეყანაა, მათ შორის, ევროპის მასშტაბით, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს პირს, თუ ის სამ ან ხუთ წელზე მეტი ვადით იმყოფება ქვეყნის გარეთ. ანუ, ადამიანს თუ წყვეტა აქვს ქვეყნის სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ ჩართულობასთან მიმართებაში, მას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს. ეს არის პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი საკითხი.

შესაბამისად, არის საკანონმდებლო ორგანოს ნაწილი. ზოგმა ქვეყანამ საერთო არ მისცა ამის შესაძლებლობა უცხოეთში მყოფთ, ზოგმა რაღაც შეზღუდვებით მისცა. სადღაც არ აძლევენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში არის და პირიქით. ამიტომ, რომელი სჯობს და რომელი არა, ეს არის პოლიტიკური განხილვის, მსჯელობის და შეთანხმების საგანი, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,992 ნახვა