GD Banner
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – საუბარი, ეს არ მომწონს, ის არ მომწონს, იმისგან ეს მახსოვს, არ არის საინტერესო, საინტერესოა, შენი შვილები რას დაიმახსოვრობენ 26 ოქტომბრიდან

საჭიროა, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა, ეს მოითხოვს სრულ მობილიზაციას, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე. იმის საუბარი, მე ეს არ მომწონს, მე ის არ მომწონს, მე იმისგან ეს მახსოვს, შენ რა გახსოვს, არ არის საინტერესო, საინტერესოა, შენი შვილები რას დაიმახსოვრობენ 26 ოქტომბრიდან, არჩევნები არ არის ის, რომ შენ ირჩევ შენთვის იდეალურს და საუკეთესოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია არჩევნებზე აქტიურობა.

„იმის საუბარი, რომ მე ეს არ მომწონს, მე ის არ მომწონს, მე იმისგან ეს მახსოვს, შენ რა გახსოვს, არ არის საინტერესო. საინტერესოა, შენი შვილები რას დაიმახსოვრობენ 26 ოქტომბრიდან. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 26 ოქტომბრის მერე, თუ ჩვენ არ ვიდექით იმ ადგილას, სადაც უნდა ვიდგეთ. არჩევნები არ არის ის, რომ შენ ირჩევ შენთვის იდეალურს და საუკეთესოს, ეს ხდება არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ქარტიაზე ცოტას ლაპარაკობენ და მინდა, გითხრათ, ამ ოთხი კვირის მანძილზე არვის მივცემ უფლებას, არ ილაპარაკონ დღე და ღამე ქარტიაზე. ის არის ერთობის ინსტრუმენტი, სამოქმედო გეგმა, რაც გვაძლევს რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებების გეგმას. დღევანდელი არჩევნები არ არის, ვის ირჩევ, არამედ რას ირჩევ – ქვეყანას, დამოუკიდებლობას, მომავალს, წარმატებას, ევროპას თუ ირჩევ უკუსვლას და ძველ სისტემას, რომელსაც კარგად ვიცნობთ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%. ეს მომავალი თუ გინდათ, დაუტოვოთ თქვენს შვილებს, ეს არჩევანი არ არის ჩემი, ჩვენი, იმ პარტიების, რომლებიც ხელს აწერენ ქარტიას. ეს ქარტია არის სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა შეიქმნას კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ყველაფერმა გვაჩვენა, რომ მერე იწყება – არა ჩემი პრემიერი, ჩემი მინისტრი, ჩემი წონა უფრო დიდია, შენი ნაკლები. ერთადერთი გზა კრიზისის დაძლევის არის, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ეს თავისთავად არის დეპოლარიზაცია, რადგან ეს ადამიანები არ იყვნენ ჩართული პოლიტიკაში და არ უნდათ პოლიტიკური მომავალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უნდა ემსახურონ ქვეყანას მოკლე ვადით, ერთი წლით. მე გთავაზობთ, ყველა ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა გიორგი გახარიას პარტიამაც.

„ამ დილით ხელი მოეწერა ქარტიას მეოთხე პარტიისგან და ეს არის ის, რაც რეალურად ყველაზე უფრო მეტად აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს. ეს არის ცემენტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის შეგნება, რომ ეს არის ცემენტი, რომელიც ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, რომ იმ პარტიებმა, რომლებიც არსებობენ, მაგრამ არიან შედარებით ნაკლები წონის დღეს, გამოიჩინეს დიდი პასუხისმგებლობა, რომ მოვიდნენ და ქარტიაზე ხელი მოაწერეს, თუმცა არ მონაწილეობენ არჩევნებში, რადგან მიხვდნენ, რა მახე იყო ხელისუფლებისგან მომზადებული, თუ ერთ პროცენტზე მეტი მიიღე, მაგრამ ბარიერზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეიძლება „ოცნება“ იყოს. ეს იყო მათი გათვლა. ყველა, ვისაც ჰქონდა პასუხისმგებლობის განცდა, ეს ნაწილი დათმეს და ჩანს ეს დათმობის კულტურა, რომელიც ჩვენთან შემოდის. ეს ქარტია გვაერთიანებს ყველას ამ ქვეყნის მომავლისთვის. რაც ამ მთელი პროცესის პოზიტივია, არის ის, რომ მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად. ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე. ჩვენ მართლა გარდამტეხ მომენტში ვართ და ეს არა შიგადაშიგ უნდა დავინახოთ. ძალიან გვეხმარება „ოცნების“ პოლიტიკა. დღითი დღე უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა, ეს უკვე პრო აღარ არის. ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ჰქვია წინასაარჩევნო კამპანია. კამპანია არის ერთი – შიში, რევანშის დაპირება. არავის არაფერს ჰპირდებიან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა