GD Banner
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ალბათ უამრავი ადამიანის მოსაზრებას გავაჟღერებ, რომ პრეზიდენტის ბრიფინგს უსმენდნენ და ვერავინ გამოიტანა აზრი – რას ლაპარაკობდა, რას გულისხმობდა, რა უნდოდა

„ქართულ ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგს ეხმაურებიან. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი პრეზიდენტის განცხადების უშინაარსობას უსვამს ხაზს და ზურაბიშვილს მის კანონიერ მოვალეობას ახსენებს – კერძოდ ამნისტიის კანონს, რომელსაც პრეზიდენტი დაახლოებით ერთი კვირაა არ აწერს ხელს.

„ალბათ უამრავი ადამიანის მოსაზრებას გავაჟღერებ, რომ პრეზიდენტის ბრიფინგს უსმენდნენ და ვერავინ გამოიტანა აზრი – რას ლაპარაკობდა, რას გულისხმობდა, რა უნდოდა. დაკავებული არის პარტიული გადაჯგუფებებით და დაჯგუფებებით, ოპოზიციის ხელშეწყობით და პირდაპირ არაკონსტიტუციურია ეს ყველაფერი, მინდა საზოგადოებას შევახსენო. ამის პარალელურად, მისი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობა არის, რომ მოაწეროს კანონებს ხელი, ამ შემთხვევაში ამნისტიის კანონზე გვაქვს საუბარი, რომელიც ერთი კვირაა უკვე მასთან დევს და რამდენიმე ათასი ადამიანი და მათი ოჯახის წევრები ელოდებიან ამ კანონის ძალაში შესვლას, ის კი ამ მოვალეობას არ ასრულებს“, – განაცხადა წილოსანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა