GD Banner
პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე- ნისიაზე ნამუსის მინდობა რისკია, შეიძლება ვერ გადაუხადონ. თუმცა იცხოვრებენ ნისიაზე გაელგებეტექუებულები, სახის დაკარგვა ამათ არ აღელვებთ და არაფერი

„კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომ ევროპული მომავლისთვის სახესაც დაკარგავენ, პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ეხმაურება.

„მაო ძედუნთან შეხვედრისას ნიკიტა ხრუშოვმა მისგან სტალინის კულტის დაგმობა მოითხოვა.

მაომ იუარა-ჩვენ იმდენს ვაქებდით სტალინს, რომ ახლა მისი ძაგებით სახეს დავკარგავთო.

ხრუშჩოვმა რომლისთვისაც გაუგებარი იყო, რა მნიშვნელობა აქვს ჩინურ მენტალობაში სახის დაკარგვას, გაკვირვება და გაბრაზება გამოხატა- რას ნიშნავს სახის დაკარგვა, თქვენ ხომ სრული ძალაუფლება გაქვთ ჩინეთში-დაგმეთ სტალინიო.

რად გვინდა ძალაუფლება, თუ სახეს დავკარგავთო-მოუჭრა სახტად დარჩენილ ხრუშჩოვს დიდმა მესაჭემ.

მაო ძედუნის ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება თანამედროვეობის უდიდესი ქართველი პოლიტიკოსი და მოაზროვნე ხათუნა სამნიძე, რომელმაც თანამოაზრეების სახელით ამაყად განაცხადა, რომ მზადაა სახეც დაკარგონ, ოღონდ დაიცვან ევროპული მონაპოვარი.

ამ დიდებული ფრაზით მან გააგრძელა მისი კონგენიალური თანამედროვის -დავით ჩუთლაშვილის ხაზი, რომლის ფრთიანი ფრაზა-თუ ევროკავშირᲨი შესასვლელად საჭირო იქნება, რომ გავხდე გეი, მე მზად ვარ გავხდე გეი!-საუკუნეებს გაჰყვება.

ზოგადად, ეს ჰეროიკული პათოსი მთლიანად მთელს ჩვენს პოლიტიკუმს ახასიათებს -ჯერ მარტო ის თავგანწირვა რად ღირს, რომლითაც მათ გეი-მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ფაქტობრივად ნამუსი ანდეს დეგნანს და დასავლეთს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა.

დამეთანხმებით, რომ ნისიაზე ნამუსის, როგორც რამე საქონლის მინდობა უბრალო საქმე არაა, რისკია და შეიძლება ვერ გადაუხადონ.

რა ქნან მერე?

თუმცა, იცხოვრებენ ასე ნისიაზე გაელგებეტექუებულები, სახის დაკარგვა ამათ არ აღელვებთ და არაფერი.

P.S.

ახალი ზმნა ,,გაელგებეტექუება” სიძულვილის ენად მიჩნეული სხვა სიტყვების შემცვლელად გამოვიყენე, რათა სათნო ვიყო ძლევამოსილისა ფეისბუკისა მბრძანებლისა კინწურისა წინაშე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,992 ნახვა