GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ზელენსკი: უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე ვფიქრობთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ჩვენ უფრო ახლოს ვართ ომის დასასრულთან, ვიდრე ვფიქრობთ“.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ვფიქრობთ. ახლოს ვართ ომის დასასრულთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, ასევე, მოუწოდა მოკავშირეებს უკრაინის არმიის გაძლიერებისკენ.

„გამარჯვების გეგმა ეს უკრაინის გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, რომ გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ვფიქრობთ. ახლოს ვართ ომის დასასრულთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ზელენსკიმ, ასევე, განაცხადა ინტერვიუში, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კურსკის ოპერაციის „ეშინია“, რადგან მას არ შეუძლია დაიცვას თავისი ტერიტორია.

„ეს სიმართლეა. მას ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას არ შეუძლია მთელი თავისი ტერიტორიის დაცვა“, – დასძინა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ უკრაინას შეუძლია აიძულოს პუტინი შეაჩეროს ომი მხოლოდ „ძლიერი პოზიციიდან“.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,725 ნახვა