GD Banner
საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოში British Airways-ის შემოსვლა მნიშვნელოვანი წინაპირობაა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაჩქარების კუთხით

ასეთი ძლიერი გლობალური ავიაკომპანიების შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ეს ჩვენი ქვეყნის აღიარებაა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში British Airways-ის შემოსვლას.

მისი თქმით, პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყება და საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული ავიაკომპანიის შემოსვლა ამ პროცესის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ეს რა თქმა უნდა დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე. ჩვენთვის დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყება, რა მიმართულებითაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამერიკულ კომპანიებთან. British Airways-ის შემოსვლა მნიშვნელოვანი წინაპირობაა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაჩქარების კუთხით, რადგან ამ ავიაკომპანიას თავის მხრივ აქვს ძალიან კარგი კავშირი დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ის მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოოთ დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაიზარდოს“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

საქართველოს ავიაბაზარზე British Airways-ი შემოდის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,887,597 ნახვა