GD Banner
Uncategorized

მაია ბითაძე: წინასაარჩევნოდ ვხედავთ, რომ რადიკალების მხრიდან მძაფრდება გარკვეული სიცრუის და ზეწოლის მანქანა, არ გამოირიცხება გარკვეული ექსცესები და პროვოკაციები

წინასაარჩევნოდ ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალების მხრიდან მძაფრდება გარკვეული სიცრუის და ზეწოლის მანქანა. ასევე, არ გამოირიცხება გარკვეული ექსცესები და პროვოკაციები, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებას, რომელმაც 8 წლის წინ გივი თარგამაძის მკვლელობა სცადა და საქართველოში არალეგალურად შემოსვლას სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცდილობდა.

„წინასაარჩევნოდ ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალების მხრიდან მძაფრდება გარკვეული სიცრუის და ზეწოლის მანქანა. ასევე, არ გამოირიცხება გარკვეული ექსცესები და პროვოკაციები, რომლის მოწყობას ჩვენი რადიკალები შეეცდებიან. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ საქართველოში დღევანდელი ინსტიტუტები არის იმაზე მეტად მძლავრი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ“, – აღნიშნა ბითაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,887,702 ნახვა