GD Banner
სპორტი

ირაკლი კობახიძე: რონალდო არანაკლებ ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემს გულთან ახლოს უფრო მესია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „შაბათის კურიერში“ ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მისი ფავორიტი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო მასშტაბით, მისი საყვარელი ფეხბურთელი ლიონელ მესია.

„საერთაშორისო დონეზე ფეხბურთს რაც შეეხება, აქ მე მყავს ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი. თანამედროვე ფეხბურთს რაც შეეხება, ბევრისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ დავასახელებ მესის. რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდო არანაკლებ ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ თავისი სტილით, ჩემს გულთან ახლოს უფრო ლიონელ მესია.

სხვადასხვა პერიოდში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც თავიანთი თამაშის სტილით განსაკუთრებულად მომწონდა – ტიერი ანრი, დენის ბერგკამპი იყვნენ გამორჩეული ფეხბურთელები. ელეგანტური, ლამაზი ფეხბურთი არის ის, რაც გულშემატკივრისთვის ყველაზე ძვირფასია და უფრო მეტად ასეთ ფეხბურთელებს გამოვარჩევდი“, – აცხადებს პრემიერი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,887,597 ნახვა