GD Banner
საზოგადოება

ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძეზე – ტყუ­ი­ლია, რომ კესო აშან­ტა­ჟებ­და ან რა შან­ტა­ჟი ეგაა, ქალ­მა ცო­ლო­ბა თუ მოგ­თხო­ვა 2 წლის შემ­დეგ

მოკ­ლუ­ლი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წყვი­ლი ხში­რად ჩხუ­ბობ­და, რად­გან ბექა ჯა­ი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და და კე­სა­რია მე­გობ­რებ­თან მი­მო­წე­რა­საც კი ვერ ბე­დავ­და, რო­დე­საც ჯა­ი­ან­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ია კე­სოს მე­გო­ბა­რი იყო. მომ­ღე­რა­ლი ყ­ვე­ბა, რომ ერთხელ კე­სომ ვი­დეო გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი მოკ­ლუ­ლის სახ­ლში ჭურ­ჭელს რე­ცხავს. დე­ტა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ ისი­ნი ბოლო ორი წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, რო­გორც ოჯა­ხი.

„ბექა ჯა­ი­ანს პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, კე­სოს­გან ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი იყო კესო მის გვერ­დით, ვერ სა­უბ­რობ­და ვე­რა­ფერ­ზე, რო­დე­საც ეს ბიჭი მას­თან იყო სახ­ლში. ვი­დე­ოს გა­მო­მიგ­ზავ­ნი­და ხოლმე როცა მარ­ტო დარ­ჩე­ბო­და, გად­მო­მი­რე­კავ­და ხოლ­მე. კე­სოს ძა­ლი­ან უნ­დო­და ოჯა­ხი ჰყო­ლო­და, უნ­დო­და ბო­ლომ­დე ქა­ლი­ვით ეცხოვ­რა, უნ­დო­და ვინ­მე მის გვერ­დით ძლი­ე­რი ჰყო­ლო­და. ეს ბიჭი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი იყო.

საკ­მა­რი­სი იყო სად­მე წა­სუ­ლი­ყო კესო, სწერ­და, აბა, ვო­ი­სით ხმა­მაღ­ლა მი­თხა­რი, რომ გიყ­ვარ­ვარ. ვინ გყავს მანდ, ვის­თან ერ­თად ხარ. რაც შე­ე­ხე­ბა ცე­მას, ორ­ჯერ მი­თხრა და სა­ში­ნე­ლი რე­აქ­ცია მქონ­და, მას შემ­დეგ ვგრძნობ­დი, რომ სცხვე­ნო­და და აღარ მიყ­ვე­ბო­და. ეს ბიჭი პი­რი­ქით, არ ანე­ბებ­და თავს. ტყუ­ი­ლია, რომ კესო აშან­ტა­ჟებ­და ან რა შან­ტა­ჟი ეგაა, ქალ­მა ცო­ლო­ბა თუ მოგ­თხო­ვა 2 წლის შემ­დეგ.

კესო გა­რეთ ბრჭყვი­ა­ლებ­და, უამ­რავ რა­მეს არ იმ­ჩნევ­და და არ აგ­რძნო­ბი­ნებ­და არა­ვის. ეს ბიჭი კარ­გად იყო ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი კე­სოს­თან. ერთი კვი­რის უკან გვქონ­და მა­გა­ზე სა­უ­ბა­რი, არ ის­ვე­ნებს, არ მა­ნე­ბებს თავ­სო. კესო გრძნობ­და, რომ არ მე­ხა­ტე­ბო­და ბექა გულ­ზე და ვამ­ბობ­დი კი­დეც, მო­ა­შო­რე აქე­დან, რას გა­დაგ­ვა­ყო­ლე ამ კაცს-მეთ­ქი. კაი დაო, საყ­ვა­რე­ლი­აო. სულ ამას იმე­ო­რებ­და. მის მი­მართ ცუ­დად მას შემ­დეგ გან­ვე­წყე, რაც გა­ვი­გე, რომ ფი­ზი­კუ­რად შე­ე­ხო“,აცხადებს ინდირა ჯგერენაია.

მისივე თქმით, კესოს არ უფიქ­რია სად­მე წას­ვლა, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ე­ნატ­რა. მაგ­რამ მერე ბე­ქაც ენატ­რე­ბო­და, უკვე ძა­ლი­ან ტოქ­სი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ამო­ყო თავი.

„ ამბობდა, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში რა­ღაც დო­ზით მარ­თლა იყო ბედ­ნი­ე­რი, იმი­ტომ რომ გი­ჟი­ვით უყ­ვარ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი, წე­რას ხარ-თქო ატა­ნი­ლი. თვი­თონ პირ­დე­ბო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიყ­ვან ცო­ლად. შენ­ზე ვგიჟ­დე­ბიო, მე­ო­რე დღეს სა­ზი­ზღრო­ბებს ეტყო­და. ისიც და­ი­ღა­ლა, ბო­ლოს და ბო­ლოს, ცო­ლად თუ მო­მიყ­ვან, მო­მიყ­ვა­ნე, თუ არა­და, და­მა­ნე­ბე თა­ვიო. იმ დღის მო­ნა­წე­რე­ბი აღარ ვიცი. რო­გორც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, დადე ფო­ტო­ე­ბი, მოვ­დი­ვარ ცო­ლო­ბა უნდა გთხო­ვოო. მე­ო­რე ვერ­სი­ით, ჩვენს ფო­ტო­ებს დავ­დებ და ამ პი­რო­ბით გნა­ხა­ვო, მაგ­რამ ეს წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა.

ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად გინ­და მა­სე­თი კა­ცის ცო­ლო­ბა, უფრო მო­გაქ­ცევს კლან­ჭებ­ში და და­გა­ზომ­ბებს, სახ­ლი­დან გა­რეთ გას­ვლა აღარ მო­გინ­დე­ბა-თქო. რის­თვის იწ­ვა­ლე ამ­დე­ნი, სამ­ზა­რე­უ­ლოს ქა­ლო­ბა გინ­და, მაგ ფრჩხი­ლე­ბით საჭ­მე­ლი უნდა აკე­თო-მეთ­ქი.

მე­გობ­რებს ჩა­ა­წე­რი­ნა ვი­დე­ო­ე­ბი, ბექა, კე­სოს უყ­ვარ­ხარ. მე რომ მი­თხრა, ძა­ლი­ან ვე­ჩხუ­ბე. არ ჩა­ვუ­წე­რე ვი­დეო. ძა­ლი­ან არ მინ­დო­და ეს ბიჭი მის­თვის. მე­უბ­ნე­ბო­და, შენ რა­ნა­ი­რი მო­რი­ე­ლი ხარ, ჩემი მტე­რი ამო­ი­ჩე­მეო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­თლა მისი მტე­რი ამო­ვი­ჩე­მე. გარ­დაც­ვლი­ლი კე­სა­რი­ას ფოტო რომ ვნა­ხე, იმის მერე ორი ღა­მეა არ მძი­ნავს, არ ვიცი, დიდ­ხანს გამ­ყვე­ბა ეს ტკი­ვი­ლი. ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბა, გა­მი­ჭირ­დე­ბა კვი­რას იქ დგო­მა“,-ამბობს ინდირა ჯგერენაია.

წყარო: ambebi.ge

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,886,166 ნახვა