GD Banner
პოლიტიკა

AP: შეერთებულ შტატებში რობერტ კენედი უმცროსის წინააღმდეგ გამოძიება 30 წლის წინ მკვდარი ვეშაპისთვის თავის მოკვეთის გამო დაიწყეს

შეერთებულ შტატებში რობერტ კენედი უმცროსის წინააღმდეგ გამოძიება 30 წლის წინ, მკვდარი ვეშაპისთვის თავის მოკვეთის გამო დაიწყეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

თავად რობერტ კენედიმ, რომელმაც არც უარყო და არც დაადასტურა ეს ამბავი, განაცხადა, რომ ხანდაზმულობის ვადა დიდი ხანია ამოიწურა. იგი დარწმუნებულია, რომ ეს გამოძიება პოლიტიკურია, რადგან მან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი.

კენედის ქალიშვილმა კეტლინ კენედიმ 2012 წელს ჟურნალ Town and Coutnry-თვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა, რომ როცა ის 6 წლის იყო, მამამ გაიგო, რომ ზღვამ მკვდარი ვეშაპი ნაპირზე გამორიყა. მან ხერხით ვეშაპს თავი მოაჭრა და მანქანაზე დაამაგრა, და ასე იმგზავრა სახლამდე ხუთი საათი. კეტლინ კენედის ინტერვიუ დღეს პოპულარობას კრეფს.

„ყოველთვის, როცა მანქანა გზატკეცილზე სიჩქარეს კრეფდა, ვეშაპის თავიდან წამოსული სითხე მანქანაში იღვრებოდა, და ეს დედამიწაზე ყველაზე აუტანელი სანახაობა იყო“, – იხსენებს კეტლინ კენედი. „ჩვენ ყველას თავზე ცელოფნები გვეკეთა. მათზე პირისთვის ადგილები იყო ამოჭრილი. ადამიანები გზატკეცილზე შუა თითს გვიჩვენებდნენ, თუმცა ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ყოველდღიური რუტინა იყო“.

საზღვაო თევზჭერის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება რობერტ კენედი უფროსის წინააღმდეგ საქმეს იძიებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. სამსახური ოკეანის და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველოს შემადგენლობაში შედის, რომლის მოვალეობას ფედერალური კანონების დაცვაა, მათ შორის ზღვის ძუძუმწოვართა დაცვისა და გაქრობის პირას მყოფი ცოცხალი ორგანიზმების დაცვის კანონები.

არიზონის შტატ გლენდეილში ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე კენედიმ განაცხადა, რომ მან მიიღო წერილი, „რომელშიც წერია, რომ ისინი იძიებენ ჩემს მოღვაწეობას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 წლის წინ მე ვეშაპის ნიმუში მოვიპოვე“.

The US has launched an investigation against Robert Kennedy Jr. over the severed head of a whale 30 years ago – AP

Back in 2012, the politician’s daughter said that when she was 6 years old, her father, after learning that a dead whale had beached itself, took a chainsaw, cut… 
pic.twitter.com/C7ohwQ4FYQ


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,887,818 ნახვა