GD Banner
Uncategorized

ირაკლი რუხაძე: ქვეყანაში საერთოდ სხვანაირი ბიზნესგარემოა. აღარ გვეშინია იმის, რომ ვიღაც შეიძლება მოვიდეს და გამოგიცხადოს, რომ ბიზნესი მის მეგობარს უნდა მისცე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხალხი დღეს მთავარი ოპოზიციაა

x

ქვეყანაში საერთოდ სხვანაირი ბიზნეს გარემოა. აღარ გვეშინია იმის, რომ ვიღაც შეიძლება მოვიდეს და გამოგიცხადოს, რომ ბიზნესი მის მეგობარს უნდა მისცე, – განაცხადა „ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანადამფუძნებელმა, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ.

მისი თქმით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხალხი, რომელიც ბიზნესს არეკეტებდა, დღეს მთავარ ოპოზიციას წარმოადგენს.

„ჩვენ აღარ გვეშინია საქმის წარმოება, არ გვეშინია იმის, რომ ვიღაც შეიძლება მოვიდეს და გამოგიცხადოს, რომ აქ აღარ უნდა იყო და შენ ნაცვლად სხვა იქნება, ან გითხრან, რომ ის ბიზნესი, რომელშიც მრავალი წელია ენერგია და თანხები გაქვს დაბანდებული, ჩემს მეგობარს მიეციო, ამაზე უარს რომ ეტყვი კი მეორე დღეს მანქანა აგიფეთქონ. ეს იყო ჩემი სიტუაცია დავით კეზერაშვილთან მიმართებით, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო და „ბორჯომის“ გადაფორმებას მთხოვდა თავის მეგობარზე. ეს კოშმარული სიზმარივით გვაგონდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხალხი დღეს მთავარი ოპოზიციაა. განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა მოვუყვეთ ჩვენ და თავადაც უნდა იკითხონ, ვინაა მთავარი ოპოზიცია, რას აკეთებდნენ ისინი და რას გააკეთებენ ღმერთმა დაიფაროს, უკან რომ დაბრუნდნენ“, – აღნიშნა რუხაძემ.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და „ქართული ოცნების“ დელეგატმა რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ირაკლი შატაკიშვილმა, ბიზნესსექტორთან შეხვედრა გამართეს. ისაუბრეს რუსთავში განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც ქალაქის განვითარების პარალელურად კერძო სექტორს აქვს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,610 ნახვა