GD Banner
პოლიტიკა

დანაშაულის ეფექტური კონტროლის  ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია,  ევროპაში მე-10 ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს

World Bank on glass building. Mirrored sky and city modern facade. Global capital, business, finance, economy, banking and money concept 3D rendering animation.

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ დანაშაულის ეფექტური კონტროლის ინდექსს აქვეყნებს, რაც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11- წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება, რომელიც მსოფლიოს 142 ქვეყანაში კანონის უზენაესობის მაჩვენებლების შეფასებას ეძღვნება.

დანაშაულის ეფექტური კონტროლის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 92% დაიმსახურა; მსოფლიოს საუკეთეო ოცეულში მოხვდა და ირლანდიასთან და რუმინეთთან ერთად თანაბარი შეფასებით ევროპაში 10-ე ადგილზე გავიდა. ინდექსის მიხედვით, საქართველო დანაშაულის ეფექტური კონტროლით უსწრებს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას, ევროკავშირის და ნატოს  წევრ 24 ქვეყანას და დიდი შვიდეულის 6 სახელმწიფოს : ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიას, ავსტრალიას, ბელგიას, შვედეთს, ავსტრიას, პოლონეთს, ესტონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, სლოვაკეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, მალტას, ალბანეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ა.შ.

საქართველო პირველ ადგილზეა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის და ყველა მეზობელს ქვეყანას უსწრებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა