ბრიტანელმა მწერალმა, „ჰარი პოტერის“ ავტორმა ჯოან როულინგმა გაამხილა, რომ ახალ წიგნზე დაიწყო მუშაობა.
სოციალურ ქსელში X მან განმარტა, რომ სამი ახალი წიგნი უკვე დაწყებული აქვს, თუმცა პირველ რიგში „ფუტურისტულ“ ნაწარმოებზე აპირებს კონცენტრირებას.
„ეს არ არის კოსმოსური ოდისეა, ბოდიში. წიგნი დანამდვილებით უკავშირდება დედამიწას“, – დაწერა როულინგმა.
უცნობია როდის წარადგენს მწერალი ახალ ნაწარმოებს. ამ ეტაპზე ის ასევე მუშაობს დეტექტივ კორმორან სტრაიკის შესახებ სერიის მერვე წიგნზე, სახელწოდებით „ადამიანი დაღით“. ამ სერიაში, რომელსაც როულინგი რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით აქვეყნებს, კიდევ 2 წიგნის გამოცემა იგეგმება.
Facebook Comments Box