GD Banner
პოლიტიკა

„ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“ – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, მუხიანის 4ბ მ/რ-სა და 1მ/რ-ის მოსახლეობას შეხვდა დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას. ასევე ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობაზე. „ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო საყოფაცხოვრებო საკითხების განხილვის შემდეგ, მოქალაქეებს მშვიდობის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ. ყველა ერთხმად თანხმდება – ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს,“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მათ კარგად ესმით მშვიდობის ფასი, დელეგატის თმით, ისინი კვლავ მშვიდობას აირჩევენ ომის ნაცვლად.

შეხვედრას ესწრებოდნენ, კონსტანტინე ზარნაძე – გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი /გლდანის შტაბის უფროსი, ბესიკ კალაძე – გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ნანა ციმაკურიძე და ზურაბ ქაშიაშვილი გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილეები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,011 ნახვა