GD Banner
პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე კესარიას მკვლელობაზე რადიკალების შეფასებებზე – ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ და ადამიანურ უბედურებებსაც კი, საკუთარი პოლიტიკური ბინძური ეგოს დასაკმაყოფილებლად იყენებთ

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ მიხაილ როთის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, “კესარია მოკლეს-სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რაც საქართველოში ანტი-ლგბტ კანონი მიიღეს”.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, “ნარატივიც” კი გაშალეს – თურმე მკვლელსა და მოძალადეს კანონის არ არსებობა აკავებდა აქამდე და ახლა, იმოქმედა.

მისივე თქმით, ადამიანურ უბედურებებსაც კი პოლიტიკური ეგოს დასაკმაყოფილებლად იყენებენ.

“რა საოცარი დამთხვევაა, რომ ეს ნაძირალა ჩამოვიდა, კანონი დაამუნათა, მთელ საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა, გაგვაფრთხილა, რომ სასწრაფოდ გაიწვიეთ უკანო და კანონის მესამე მოსმენის დღეს, იმ საცოდავს კლავენ?! თან რა ბედნიერების ყიჟინა დასცა კოლექტიურმა ნაც-მოძრაობამ ნახეთ? ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ “ნარატივიც” კი გაშალეს – თურმე მკვლელსა და მოძალადეს კანონის არ არსებობა აკავებდა აქამდე და ახლა, იმოქმედა… როგორ აყროლდით თქვე საცოდავებო, ნეტა იცოდეთ? ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ და ადამიანურ უბედურებებსაც კი საკუთარი პოლიტიკური ბინძური ეგოს დასაკმაყოფილებლად იყენებთ! დარწმუნებული ვარ, ყველანაირ ბუნდოვანებას გასცემს პასუხს, სამართალდამცავი უწყებები და თქვენი ბინძური “როთის ნარატივების” უკან მირთმევა მოგიწევთ!”- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,977 ნახვა