GD Banner
პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია მოსახლეობას შეხვდა.

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებლებს შეხვდა.

დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„მინდა მოვიდე თითოეულ თქვენგანთან და მოვისმინო საჭიროებები და ხედვები, ჩვენი ქალაქის განვითარების შესახებ. მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და ყოველი ინიციატივის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან სწორედ ქობულეთის მკვიდრებთან ერთად ვაპირებ ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელებას, ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის.დიდი მადლობა გულთბილი დახვედრისთვის. მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქობულეთი არჩევანს გააკეთებს ნამდვილი ევროპული ღირებულებებისა და ქვეყნის მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ,“- განაცხადა გია ჭყონიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა