GD Banner
პოლიტიკა

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: მოგმართავთ ქართველებს, დღეს თქვენი ეშინიათ, რადგან დაამტკიცეთ, რომ შეიძლება იცხოვრო ღირსეულად და თან თავად მართოთ პროცესები “

მოგმართავთ ქართველებს, დღეს თქვენი ეშინიათ, რადგან დაამტკიცეთ, რომ შეიძლება იცხოვრო ღირსეულად და თან თავად მართოთ პროცესები”,- ამის შესახებ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ყოფილი წევრი არტემ დმიტრუკი საკუთარ YOUTUBE არხზე გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.

დმიტრუკის თქმით, ქართველებს, ისევე როგორც უკრაინელ ახალგაზრდებს წლების განმავლობაში შთააგონებდნენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე არ იქნებოდა არც წარმატება და არც მომავალი, რაც სიცრუეა.

”დღეს ქართველ ერს კვლავ ემუქრებიან ახალი მაიდანით, რევოლუციებით, გადატრიალებებით. მათ არ აინტერესებთ ქართველების აზრი, რომლებსაც უფლება აქვთ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი არჩევნებზე. სულ ერთი და იმავე კლასიკური სცენარია, რომელიც მათ წარმატებით განახორციელეს უკრაინაში. მოგმართავთ ქართველებს, დღეს თქვენი ეშინიათ, რადგან თქვენ დაამტკიცეთ, რომ შეიძლება იცხოვრო ღირსეულად და თან თავად მართოთ პროცესები . თქვენ , ისევე როგორც ჩვენ უკრაინელებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს წლების განმავლობაში შთაგვაგონებდნენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე არ იქნებოდა არც წარმატება და არც მომავალი, მაგრამ უკვე ხედავთ, რომ ეს ტყუილია“,- აცხადებს დმიტრუკი.

დმიტრუკის განცხადებით, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა ქვეყანა შეიძლება ომამდე მიიყვანოს. „საქართველო ძლიერი, დამოუკიდებელი, მართლმადიდებელი ქვეყანაა, თქვენ გაქვთ ყველაფერი, რომ იაროთ წინ, ძლიერი ეკონომიკით, თავისუფალი საზოგადოებითა და რაც მთავარია მშვიდობით. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება მოიტანოს კატასტროფა, 1 ნაბიჯია მაიდნამდე და შემდეგ უკვე ომია“,- აცხადებს უკრაინელი დეპუტატი.

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი საკუთარ მიმართვაში ამბობს, რომ უკრაინაში ომისგან თავის არიდების გზები არსებობდა, თუმცა ისინი არავინ გამოიყენა.

„ყველა თქვენგანი კარგად არ ხედავს რა ხდება უკრაინაში ბოლო წლებში , მაგრამ იცოდეთ მთავარი- ომი ეს არის ყველაზე საშინელი რამ რაც შეიძლება მოხდეს . ეს არის მწუხარება, შიში და ტანჯვა .მე უკრაინელი ვარ და ვცხოვრობ ომში, ჩემი მეგობრები, ახლობლები და 30 მილიონზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს ომში, რომელებმაც დაკარგეს ყველაზე ღირებული – მშვიდობა. ბევრი ადამიანი, ვისაც ვიცნობდი უკვე აღარაა ცოცხალი. ყველა უკრაინულ ოჯახში არის დაღუპული ან დაჭრილი, თქვენ გვეკითხებით, შეგვეძლო ამ საშინელებას გავქცეოდით? დიახ, მეტსაც ვიტყვით, ასეთი შანსები რამდენიმე იყო სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წლებში და უკვე ომის მიმდინარეობის დროსაც კი. თუმცა ისინი არავინ გამოიყენა. ომმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიშალა ახალგაზრდობა, განადგურდა ოჯახები, ერი ჩვენს თვალწინ იხოცება, დავკარგეთ მამაკაცების თაობა და ყოველდღიურად ვკარგავთ ქვეყანას. შემოგვხედეთ ჩვენ და გამეცით კითხვაზე პასუხი , მზად ხართ ასეთი ფასი გადაიხადოთ სიღარიბისა და განადგურებისთვის, რადგან სწორედ ეს ელოდება უკრაინას და ზუსტად ეს შეიძლება გელოდებოდეთ თქვენ“.

არტემ დმიტრუკი 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველებს მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლო , სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„თუკი ქართველი ერი მიიღებს ომს, მათ უნდა იცოდნენ ერთი- შეიძლება სამუდამოდ დაკარგოთ თავისუფლება. საქართველო დიქტატურის წინაშე უკვე აღმოჩნდა , როდესაც ხალხს იტაცებდნენ და აწამებდნენ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ისტორია შეიძლება განმეორდეს , თუკი ისევ დაუშვებთ მსგავსს შეცდომას – უკრაინა ამის კარგი მაგალითია. „ომის დაწყებისთანავე ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა ავტორიტარული რეჟიმის ხაფანგში . ათასობით უდანაშაულო ადამიანი რეჟიმისგან განსხვავებული აზრის ქონის გამო აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. რანდენი ადამიანი გაიტაცეს, სცემეს, მოკლეს სპეცსამსახურების სარდაფებში. ჟურნალისტები, სასულიერო პირები, უფლებადამცველები, რომლებიც იდევნებიან . ეს შეიძლება მოხდეს საქართველოშიც, თუკი გაიმარჯვებს ომის პარტია . რა შეთანხმებებსაც არ უნდა მოეწეროს ხელი, რა სწრაფადაც არ უნდა შეაჩეროთ ტანკები და თვითმფრინავები, ადამიანებს მაინც ვეღარ დააბრუნებთ. გააკეთეთ სწორი არჩევანი, არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ. იქ სადაც მშვიდობაა, ყოველთვის იქნება კეთილდღეობა, სტაბილურობა და თავისუფლება. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი !“,- აცხადებს მიმართვაში არტემ დმიტრუკი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა