“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, ლადო-ალექსი მესხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
დელეგატის თქმით, მოსახლეობა გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – დავით კირკიტაძე, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი – ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გიგა ახვლედიანი.
Facebook Comments Box