ექსპერტი ნინო ფოჩხუა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ეკონომისტ ჯეფრი საქსის განცხადებას ეხმიანება, რომელიც თავის მხრივ თავის კოლეგა ვიქტორია ნულანდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ნულანდი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, „დიფ სტეიტის“ ერთგვარი სახეა”.
ექსპერტის შეფასებით უკვე ამერიკელებმაც დაიწყეს “ომის პარტიის” აქტორების მხილება.
მისივე თქმით, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და ყველაფერი დაწყნარდება.
„უკვე ამერიკელებმაც დაიწყეს “ომის პარტიის” აქტორების მხილება. ერთ-ერთი ასეთი, ჩვენთვის კარგად ცნობილი, ვიქტორია ნულანდია, “დიფ სტეიტის” სახე, ასე უწოდებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი ამ ოდიოზურ პიროვნებას. 30 წელი არც თუ ისე ცოტაა ისეთი ქმედებებისთვის, რასაც ეს ქალბატონი აწარმოებდა სხვადასხვა ქვეყნებში, დაწყებული 90-იანი წლებიდან ანუ კლინტონის მთავრობიდან, ბაიდენის მთავრობამდე. ვიქტორია ნულანდი ანგრევდა ამერიკის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ნატოს გაფართოების კუთხით, და 2014 წელს ორკესტრირებდა გადატრიალებას უკრაინაში. აი ეს არის რეალობა და ამერიკის ორივე პარტიის (რესპუბლიკელები, დემოკრატები) არეულობა, ბრძანებს ჯეფრი საქსი. აი ასე, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და როცა ეს აღსრულდება ყველაფერი დაწყნარდება.“-წერს ფოჩხუა Facebook-ზე.