ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, წყალდიდობამ სულ მცირე16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა რუმინეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და ავსტრიაში.
პოლონეთის მთავრობამ დაზარალებული რაიონები კატასტროფის ზონებად გამოაცხადა და საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა. BBC-ს ცნობით, ნისას მერმა ევაკუაციისკენ მოუწოდა ქალაქის მთლიან მოსახლეობას – 44 ათას ადამიანს.
ჩეხეთში მოსახლეობის ევაკუაციისთვის, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენები გაიგზავნა. ავსტრიამ ზარალის ასანაზღაურებლად 300 მილიონი ევრო გამოყო. სტიქიას ებრძვიან უნგრეთსა და სლოვაკეთშიც. ბუდაპეშტში დუნაის მახლობლად გზების ჩაკეტვა გადაწყვიტეს, რადგან მდინარეში წყლის დონე ყოველ 24 საათში დაახლოებით 1 მეტრით იწევს.
Facebook Comments Box