GD Banner
უცხოური მედია

ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ბრალდება წარუდგინეს

58 წლის უესლი რუთს ფლორიდას სასამართლოში ბრალდება წარუდგინეს წაშლილი სერიული ნომრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის. გარდა ამისა, რუთი 1990 წლიდან რამდენჯერმე იყო გასამართლებული ნარკოტიკების შენახვისა და ყალბი ქვითრების გამოწერის გამო, რაც მის სასჯელს კიდევ უფრო დაამძიმებს. რუთს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრალდებულის მობილურის დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ რუთი მომხდარ ინციდენტამდე 12 საათით ადრე იმყობებოდა ადგილზე და სავარაუდოდ, ხელსაყრელ მომენტს ელოდა.

საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი რონალდ როუ აცხადებს, რომ რუთი იმ პოზიციიდან, სადაც ჩასაფრებული იყო, ტრამპს ვერ ხედავდა და შესაბამისად, გასროლაც არ მოუხდენია.

ამავდროულად, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმის მეორე მცდელობაში დამნაშავეა ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის რიტორიკა. გოლფ-კლუბში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, პრეზიდენტობის კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს ამ კვირაში ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,291 ნახვა