GD Banner
პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე- აღარც ხაზარაძეა მევახშე, არც ელისაშვილი ინტრიგანი, არც გახარია თვალთხარია! სალომემ მოუწოდა და მიუტევეს ერთმანეთს ევროპისთვის, გასაგებია თქვე პუტინისტებო?!

მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებებს სოსო მანჯავიძე ირონიული პოსტით ეხმაურება და წერს:

„აღარც ხაზარაძეა მევახშე.

აღარც ელისაშვილია ინტრიგანი

აღარც გახარიაა თვალთხარია და რუსეთის აგენტი.

სალომე ბონაპარტემ, ქაქის(ქართული ქარტიის აბრევიატურაა) ლიდერმა, მოუწოდა და მათაც მიუტევეს ერთმანეთს ევროპისათვის.

გასაგებია, თქვე პუტინისტებო?

ევროპა მოწყალეა-ვინც თავს დადებს ევროპისთვის სულნი მათნი ზეცას რბიან!

გუშინ ვაკეში ვიყავი.

რუსი ოლიგარქის მიერ ჩელიაბინსკში გაღვიძებული ვაკელები სასომიხდილნი შეყუჟულიყვნენ კაფე -ბარებში. მათ მდუმარე და მოღუშულ სახეებს ხანდახან რაღაც ნეტარი, ევროპული სინათლე გადაურბენდა ხოლმე.

თვალი გავაყოლე ერთ-ერთის იმედიან მზერას და რას ვხედავ-ავტობუსზე პლაკატიდან ევროპული მომავალი-მამუკა. ალეკო, ანი და ვიღაც მეოთხე შემომცქეროდა.

ახლა ესენი თუ გააერთიანა მადამ პღეზიდანმა, ხომ საერთოდ უძლეველიები გახდებიან.

ისე, უკადრებლის კადრებაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, ეჭვი მაქვს, მანდაც ვერ გვაჯობებდა ვერავინ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,964 ნახვა