GD Banner
უცხოური მედია

ზაზა შათირიშვილი: ქართველი ხალხი უკრაინელ ხალხზე გამოცდილი აღმოჩნდა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება უკრაინულზე სუვერენული, რის ხარჯზეც საქართველომ უკრაინული სცენარი, მეორე ფრონტი, ომი და ნგრევა წარმატებით აიცილა თავიდან

ქართულ სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება რობერტ კენედი უმცროსის მამხილებელი განცხადებები თემებზე, რომლებზეც მე უკვე 2 წელია ვსაუბრობ,-ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში აცხადებს.

მისი თქმით, კენედიმ ღიად დაადო ხელი კომპანიებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომზე მრავალმილიარდიან მოგებას ნახულობენ.

„მანვე დაასახელა კომპანია „ბლექროკი“, რომელიც დასავლური სამხედრო ინდუსტრიის მონოპოლისტია და შესაბამისად, უკრაინის ომზე ყველაზე დიდ ფულს შოულობს. მერე რა, რომ ამ ყველაფერს უკვე ათი ათასობით უკრაინელი და მათ შორის, ასობით უკრაინელი ბავშვი შეეწირა. კენედიმ არც ის დაივიწყა, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის აღდგენის სამუშაოებსაც სათავეში „ბლექროკი“ ჩაუდგება.

შეგახსენებთ ამონარიდს ჩემი 2023 წლის 22 თებერვლის წერილიდან: „სხვათა შორის, „ბლექროკი“ ის კომპანიაა, რომელიც სამხედრო ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილ აქტივებს ფლობს და, შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე ომიდან ყველაზე დიდ ფინანსურ მოგებას ნახულობს. ამავე „ბლექროკმა“ გააფორმა მემორანდუმი ვლადიმირ ზელენსკისთან, რომლის თანახმად, უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებულ ფინანსებს სწორედ „ბლექროკი“ გაუწევს მენეჯმენტს. ანუ ოლიგარქიული ოჯახები ნგრევაშიც და დანგრეულის აღდგენაშიც ექსკლუზიურად შოულობენ ფულს”.

კენედიმ ისიც ახსენა, რომ მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება უკრაინას სესხის სახით მიეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა „სიკეთესთან“ ერთად, დანგრეული და განადგურებული უკრაინა ეკონომიკურ დამოუკიდებლობასაც სამუდამოდ კარგავს. ამას ემატება უნიკალური უკრაინული სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსის მითვისება იმავე „ბლექროკის“ მიერ, რასაც უკრაინის ეკონომიკური დამოუკიდებლობა ნულამდე დაჰყავს.

კენედიმ უკრაინაში ომის დაწყების მთავარი მიზეზიც დაასახელა – უკრაინა ნატოს ასპირანტად გააფორმეს და ნატოში აღარ მიიღეს, ანუ, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ორპირ ქარში დატოვეს, რასაც ამ ერთ დროს ძლიერი და ეკონომიკურად მზარდი ქვეყნის მომავალი საბოლოოდ შეეწირა.

ამ ყველაფერს 2 წლის მანძილზე არაერთი წერილი მივუძღვენი და მიხარია, რომ იმავე თემებზე ახლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელი ალაპარაკდა. თუმცა, კენედის ჯერ არ უთქვამს მთავარი, თუ ვინ დგას თავად „ბლექროკის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების უკან. მათ უკან დგანან ოლიგარქიული ოჯახები, რომლებიც ბაიდენის მაგივრად მართავენ ამერიკას, ფონ დერ ლაიენის მაგივრად ევროკავშირს, მაკრონის მაგივრად საფრანგეთს, შოლცის მაგივრად გერმანიას და ზელენსკის მაგივრად უკრაინას. იგივე ოჯახები 2004-2012 წლებში სააკაშვილის ხელით მართავდნენ საქართველოს, რამაც ჩვენ ქვეყანას ავტორიტარიზმი, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა, ომი და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა მოუტანა.

სწორედ ამ ოჯახების მანკიერ გეგმებს უნდა შეწირვოდა, უკრაინასთან ერთად, საქართველოც. თუმცა, საბედნიეროდ, ქართველი ხალხი უკრაინელ ხალხზე გამოცდილი აღმოჩნდა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება უკრაინულზე სუვერენული, რის ხარჯზეც საქართველომ უკრაინული სცენარი, მეორე ფრონტი, ომი და ნგრევა წარმატებით აიცილა თავიდან“,-წერს ზაზა შათირიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,345 ნახვა