GD Banner
Uncategorized

CNN – ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ყოფილ პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა

58 წლის რაიან უესლი როუთი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, სოციალურ მედიაში დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა,- ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, ივლისში, ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როუთმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს მოუწოდა, სროლის შედეგად დაჭრილები მოენახულებინათ და მოკლულის პანაშვიდს დასწრებოდნენ.

„თქვენ და ბაიდენმა უნდა მოინახულოთ საავადმყოფოში ის ადამიანები, რომლებიც ტრამპის მიტინგზე დაიჭრნენ და დაესწროთ მოკლული პანაშვიდს, რადგან ტრამპი არასოდეს არაფერს გააკეთებს მათთვის“, – აღნიშნულია პოსტში, რომლითაც ეჭვმიტანილმა მაშინ კამალა ჰარისს მიმართა.

აპრილში კი მან დაწერა, რომ ტრამპს სურს, ამერიკელები მონებად აქციოს.

„დემოკრატია სასწორზეა, არ შეიძლება დავმარცხდეთ“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომლითაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართა.

ამასთან, CNN-ი წერს, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. 2022 წელს მან დაწერა, რომ მზად იყო, უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპულიყო. „ჩვენ უნდა გადავწვათ კრემლი“, – აღნიშნულია როუთის პოსტში. ამასთან, CNN-ის მიერ მოპოვებული ვიდეო და ფოტოების მიხედვით, ეჭვმიტანილი, რომელიც სამართალდამცავებმა დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, 2022 წელს უკრაინაში იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,123 ნახვა