GD Banner
უცხოური მედია

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე – ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შვება მოჰგვარა იმან, რომ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სავარაუდო მკვლელობის მცდელობის შემდეგ უვნებელია.

„ჩემმა გუნდმა მაცნობა, თუ რას იძიებენ ფედერალური სამართალდამცავები, ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. ეჭვმიტანილი პატიმრობაშია და მივესალმები საიდუმლო სამსახურისა და მისი სამართალდამცავი პარტნიორების მუშაობას მათი სიფხიზლისა და ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი გარშემო მყოფების უსაფრთხოება. მშვიდად ვარ, რომ ყოფილი პრეზიდენტი უვნებელია“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან დაგმო პოლიტიკური ძალადობა და ზოგადად, ნებისმიერი ძალადობა და განაცხადა, რომ თავის გუნდს დაავალა უზრუნველყონ, საიდუმლო სამსახურს ჰქონდეს ყველა რესურსი, რომელიც აუცილებელია ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად.

„როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის, ან ძალადობის ადგილი არ არის. მივმართე ჩემს გუნდს, რომ გააგრძელოს საიდუმლო სამსახურის ყველა რესურსით, შესაძლებლობითა და დამცავი ზომით უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია ყოფილი პრეზიდენტის მუდმივი უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა, სროლა მოხდა. აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ განაცხადა, რომ მომხდარი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მედიის ინფორმაციით, ის შუახნის მამაკაცი, რაიან უესლი როუტია. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, შეიარაღებული თავდამსხმელი ტრამპისგან 300-500 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა და საიდუმლო სამსახურის თანამშრომელმა მაშინ შენიშნა, როდესაც ღობეში იარაღის ლულა შეყო და ტრამპს დაუმიზნა. სამართალდამცავებმა იმ ადგილას, სადაც ეჭვმიტანილი იყო , AK-47 სტილის თოფი, კამერა და ზურგჩანთები იპოვეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,167 ნახვა