GD Banner
უცხოური მედია

დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის გაქცევისას, მის ავტომობილს თვითმხილველმა ფოტო გადაუღო, რაც სამართალდამცველებს ეჭვმიტანილის დაკავებაში დაეხმარა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის გოლფ-კლუბთან მომხდარ სროლა თავდასხმის მცდელობად შეაფასა.

ადგილობრივი შერიფის განცხადებით, ადამიანი, რომელიც ტრამპის მიმართულებით გასროლას აპირებდა, მას გოლფ-კლუბის ღობიდან უმიზნებდა იარაღს ოპტიკური სამიზნით. ის დაახლოებით 270-400 მეტრში იმყოფებოდა ექსპრეზიდენტისგან. თავდამსხმელი შეამჩნია საიდუმლო სამსახურის აგენტმა და ცეცხლი გაუხსნა.

ამის შემდეგ ეჭვმიტანილი ბუჩქებიდან გამოვარდა, ავტომატი, კამერა GoPro და ორი ზურგჩანთა გადააგდო და ჩაჯდა ავტომობილ ნისანში. ეს დაინახა ერთ-ერთმა თვითმხილველმა და მანქანის ფოტოც გადაიღო. სწორედ აღნიშნული თვითმხილველის ჩვენების საფუძველზე მოხდა თავდამსხმელის დაკავება.

როგორც ფლორიდის შტატის წარმომადგენელმა, ჯონ სნაიდერმა განაცხადა, თეთრი მამაკაცი დაახლოებით 60 წლისაა. პოლიციელებმა მისი ავტომობილი ტრასაზე გააჩერეს, გოლფ-კლუბიდან 72 კილომეტრში. მას თან ჰქონდა იარაღი და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ის 58 წლის რაიან უესლი როუთი აღმოჩნდა, 2022 წელს მან დაწერა, რომ მზად იყო, უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპულიყო. „ჩვენ უნდა გადავწვათ კრემლი“, – აღნიშნულია როუთის პოსტში. ის დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა.

მოგვიანებით ტრამპმა განცხადება გააკეთა, რომ ის უსაფრთხოდაა და არაფერი შეაჩერებს.

„მე არაფერი შემაჩერებს, არასდროს დავნებდები! ყოველთვის მეყვარებით ჩემი მხარდაჭერისთვის“,-დაწერა ექსპრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა