GD Banner
პოლიტიკა

ფლორიდაში, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობა იყო

ფლორიდაში, სავარაუდოდ, ტრამპზე თავდასხმის მცდელობა იყო.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის განცხადებით, ექსპრეზიდენტი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი თავის გოლფ-კლუბს ტოვებდა, როდესაც მასთან ახლოს რამდენიმე გასროლა მოხდა. 

New York Post-ის მიერ გავრცელებული ცნობით, საიდუმლო სამსახურმა დროულად მოახდინა რეაგირება და უცნობ პირს, რომელმაც Trump International -ში სროლა ატეხა, ცეცხლი გაუხსნა. უცნობმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ტრასაზე დააკავა. ჯერჯერობით, უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა სავარაუდო თავდამსხმელს, თუმცა ოფიციალური პირების განცხადებით, მისი სამიზნე ნამდვილად ტრამპი იყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,284 ნახვა