GD Banner
Uncategorized

TV პირველი 5 000 ლარით დაჯარიმდა

“ტვ პირველის” ინფორმაციით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ტელეკომპანია 5 ათასი ლარით დააჯარიმა იმის გამო, რომ საეთერო ბადეში “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეკლამა არ ჩასვა.

კობა ჩაგუნავამ დღეს “ტვ პირველის” იურისტს აუხსნა, რომ საკითხი თავად არასამთავრობოებს უნდა გაესაჩივრებინათ, თუკი თვლიდნენ, რომ აღნიშნული რეკლამით მათ დემონიზებას ცდილობდნენ. 

ამგვარად, “ტვ პირველი” სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძულებულია, სარეკლამო რგოლი ეთერში დააბრუნოს.

რაც შეეხება მარეგულირებელი კომისიის მეორე საჩივარს, ამ შემთხვევაში, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოფარგლა, თუმცა “ტვ პირველი” ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. საქმე ეხება პოლიტიკური სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის დათმობას. 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს “ტვ პირველი” სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,365 ნახვა