“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის სოფლების: პირველი და მეორე ობჩის, ასევე წითელხევის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე.
„ბოლო წლებში ამ სოფლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები: მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა გარე განათება, სანიაღვრე სისტემები და ცხაურები. პირველ ობჩაში მიმდინარეობს წყლის სისტემის მშენებლობა, რის შედეგადაც 216 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს,“- განაცახადა ზვიად შალამბერიძემ.
Facebook Comments Box