GD Banner
პოლიტიკა

რუსულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ ვერდიქტს.

ნინო ლომჯარია  ამბობს, რომ არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი დასაცავი სიკეთე, როგორიც ადამიანის ღირსებაა, რომელიც აღნიშნული კანონის მოქმედებით ითელება.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რას ელოდება, იმიტომ, რომ არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი დასაცავი სიკეთე, როგორიც არის ადამიანის ღირსება, რომელიც კიდევ ერთხელ ითელება ამ კანონის მოქმედებით. მე ვფიქრობ, რომ თითოეული დღე, როდესაც ეს კანონი არის ამოქმედებული, არღვევს კონსტიტუციას და საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, – ამბობს ნინო ლომჯარია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,366 ნახვა