GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ვაქციეთ შესაძლებლობად და არა იარაღად მტრისა თუ მეგობრის ხელში. სწორედ ასეთია პოლიტიკურად შემდგარი სახელმწიფო და არა ის ლოზუნგების ქვეყანა, რომელშიც ოპოზიციას და მის აქტივისტებს უნდათ რომ დაგვაბრუნონ

წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით ჩვენ არც ჩავყევით და არც თავი ჩავათრევინეთ. ეს შევძელით იმიტომ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ვაქციეთ შესაძლებლობად და არა იარაღად მტრისა თუ მეგობრის ხელში,’’- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, გორში სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მშვიდობის შენარჩუნებაზე არანაკლებ ძნელია მიტევება, ომის შემდეგ ნდობის აღდგენა, გაერთიანებულ ქვეყანაში საერთო ენის გამონახვა.

,,სწორედ ასეთია პოლიტიკურად შემდგარი სახელმწიფო და არა ის ლოზუნგების ქვეყანა, რომელშიც ოპოზიციას და მის აქტივისტებს უნდათ რომ დაგვაბრუნონ. მშვიდობის შენარჩუნებაზე არანაკლებ ძნელია მიტევება, ომის შემდეგ ნდობის აღდგენა, გაერთიანებულ ქვეყანაში საერთო ენის გამონახვა. რაოდენ დიდი ტრაგედიაა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის, წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევით ჩაყრილი ნდობის ნერგები, დღეს ოპოზიციაში მყოფი ადამიანების მიერ, ერთი ხელის მოსმით იქნა გადასხეპილი. ნდობის აღდგენის ნაცვლად, მათ ყველაფერი გააკეთეს დაპირისპირების, მტრობისა და უნდობლობის გაღვივებისთვის. ისინი ერთნაირად ექცეოდნენ ოსებსა და ქართველებს – მათი მთავარი მიზანი და უნარი ხალხის დაჩაგვრა, დამორჩილება და გამწარება იყო, რაც თანაბრად გამოუვიდათ მთელი მოსახლეობის მიმართ, ეთნიკურობის განურჩევლად,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,399 ნახვა