პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში პირველი ბლოგერია, რომელმაც ინტერნეტში ერთი მილიარდი ხელმომწერი მოაგროვა. ეს არის სოციალურ ქსელებში X-ში, „ინსტაგრამში“, „ფეისბუკში“, Youtube-ზე, ასევე ჩინურ Weibo-ზე და Kuaishou-ზე ხელმომწერების საერთო რაოდენობა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მილიარდი ხელმომწერი მილიარდ ადამიანს არ ნიშნავს: ერთ და იგივე ადამიანი შეიძლება რონალდუს აკაუნტზე ხელმოწერილი იყოს სხვადასხვა სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, ხელმომწერთა ნაწილი შეიძლება ფეიკ-აკაუნტებით იყოს დარეგისტრირებული (ე.წ. ბოტები).
ხელმომწერთა მიხედვით მეორე ადგილზე ამერიკელი მომღერალი სელენა გომესია (690 მლნ. ხელმომწერი), ხოლო მესამე ადგილზე ფეხბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი და რონალდუს დიდი ხნის მეტოქე, არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი გავიდა. ამერიკელ მომღერალს ტეილორ სვიფტს 574 ხელმომწერი ჰყავს.
რონალდუს ხელმომწერთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა აგვისტოში, როდესაც მან Youtube-ზე საკუთარი არხი გახსნა. იქ ფეხბურთელი ცოლთან, ჯორჯინასთან და Manchester United-ის ყოფილ ფეხბურთელთან და რონალდუს მეგობართან, რიო ფერდინანდთან ერთად სხვადასხვა თემაზე საუბრობს. მხოლოდ პირველ კვირას არხმა 50 მლნ. ხელმომწერი მოაგროვა.