GD Banner
პოლიტიკა

გივი მიქანაძე: წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, წინასაარჩევნო პროცესში ოპოზიციური პარტიების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კამპანია ტრადიციულად, სიძულვილის ენით დაიწყო. 

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ბანერებზე ამომრჩევლის მოტყუების და დეზინფორმაციის მიზნით, „ქართული ოცნება“, რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანას ევროკავშირის მიმართულებით ხელშესახები პროგრესი ჰქონდა, იზოლაციასთან არის გაიგივებული. მან ასევე ისაუბრა „სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის” და კამპანია „აირჩიე ევროპის“ წარმომადგენლის, ნიკო მანაგაძის რეგიონებში დეზინფორმაციული ხასიათის პოსტერების გაკვრის თაობაზე, ისევე როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრის, ჯანო ჟვანიას მიერ ქართული ოცნების ბანერებზე არსებული წარწერების ტექსტი გაყალბებასა და შემდეგ სოციალურ ქსელში განთავსებაზე.

„წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო. მათ მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო ბანერებზე ამომრჩევლის მოტყუების და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, საკუთარ თავს „ევროპაში კეთილდღეობასთან“ აიგივებენ, ხოლო ქართულ ოცნებას, რომლის ხელისუფლების დროსაც მოხდა ევროკავშირის მიმართულებით ხელშესახები პროგრესი, ასოცირებას უკეთებენ „იზოლაციაში სიღატაკესთან“. 

7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები „სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრებისა და მისი წარმომადგენლის, ნიკო მანაგაძის მიერ, რომელიც ამავდროულად კამპანია „აირჩიე ევროპის“ მონაწილეც არის, რეგიონებში დეზინფორმაციული ხასიათის პოსტერების გაკვრის თაობაზე, რომლებზეც ქართული ოცნების არჩევა გაიგივებულია „საქართველოს რუსეთიზაციასთან“.

8 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ჯანო ჟვანიამ ქართული ოცნების ბანერებზე არსებული წარწერების ტექსტი შეცვლა და გააყალბა და შემდეგ გაყალბებული ინფორმაციის მატარებელი ვიდეო მონტაჟი სოციალურ ქსელში გაავრცელა.“ – აღნიშნა მიქანაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,630 ნახვა