არ არის სასიამოვნო ნეგატიური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერმა, გენო პეტრიაშვილმა „ქართული ოცნების“ სიაში დასახელების შემდეგ მის მიმართ დაწყებულ ბულინგზე საუბრისას.
„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებენ. მაგრამ ჩვენ მაინც თანაქალაქელები ვართ, მეგობრები ვართ და ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს. უბრალოდ, არ არის სასიამოვნო ნეგატიური მესიჯები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, არ არის ლამაზი, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
Facebook Comments Box