GD Banner
პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ

პარტია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები დღეს ჩიბათისა და შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა.

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სარიშვილმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბესიკ ტაბიძემ, მოქალაქეებთან შეხვედრისას განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.

„მოქალაქეებთან განვიხილეთ მათთვის პრიორიტეტული საკითხები და განხორციელებული პროექტები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით გავაკეთეთ, ასევე, განვიხილეთ ის პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარებისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. სოფელ ჩიბათში ვიწყებთ თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის სრულს რეაბილიტაციას, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტიქიის შედეგად დაზიანებულ კულტურის შენობის სახურავს, კოლხეთის ეროვნულ პარკისკენ მიმავალ 9 კილომეტრიანი გზაზე მოეწყო ღია კაფე, დაიგო გზა და მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები. სოფელ შუხუთის ცენტრში მოეწყო ხელოვნურსაფრიანი მინისტადიონი, დამისამართებულია ქუჩები, რეაბილიტირდა შიდა მიმოსვლის გზები. სოფლებში მოეწყო გარე განათება და ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის,“- აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,996 ნახვა