GD Banner
პოლიტიკა

ჩვენთვის უმთავრესია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა- ,,ქართული ოცნების“ დელეგატმა ანტონ ობოლაშვილმა ასპინძაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ასპინძის მოსახლეობასთან გრძელდება “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის-ბორჯომის-ასპინძის და ადიგენის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ასპინძის სოფლების: თოკის, ვარგავის, საროს, ნიჯგორისა და ივერიაშის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს საქართველო, ხოლო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი. „ჩვენთვის უმთავრესია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა,“- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ასპინძის მერი- როსტომ მაგრაქველიძე, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,865 ნახვა