GD Banner
ხელოვნება და კულტურა

რუსუდან გლურჯიძის ფილმი „ანტიკვარიატი“ ოსკარზე საქართველოს წარადგენს

2024 წელს „ოსკარის“ 97-ე ცერემონიაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით რუსუდან გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს” წარადგენს. ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყება.

ცენტრის განცხადებით, გამართულ კენჭისყრაზე „ანტიკვარიატმა“ ჟიურის წევრის ხუთი ხმა მიიღო, დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „აპრილს” კი ჟიურის ოთხმა წევრი დაუჭირა მხარი. სხვა ნამუშევრებს ხმები არ მიუღიათ.

სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, დაკომპლექტდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზაზა შათირიშვილი (კულტურისა და კინოს მკვლევარი), ვლადიმერ კაჭარავა (პროდიუსერი), ედმონდ მინაშვილი (პროდიუსერი), ლევან გიგინეიშვილი (ფილოსოფოსი), ნიკოლოზ შენგელაია (კინომხატვარი), ხათუნა ხუნდაძე (პროდიუსერი), გიორგი ჭუმბურიძე (რეჟისორი), ბაჩანა ოდიშარია (კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი) და გიორგი ცხვედიანი (კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი).

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,167 ნახვა