GD Banner
უცხოური მედია

კონგრესმენი ჯეფ ჯექსონი- უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ში ქრთამის მიცემა მადლიერების ნიშანია და აღარ დაისჯება, მე შევებრძოლები ამას!

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯეფ ჯექსონმა დღეს ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომელიც კორუფციას ეხება. ჯექსონმა წარადგინა ახალი კანონპროექტი იმ პრობლემის წინააღმდეგ, რომელიც უზენაესი სასამართლოს სკანდალურმა გადაწყვეტილებამ გამოავლინა და „კანონიერ ქრთამს“ ეხება.

კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ განსაზღვრა, რომ თუ პოლიტიკოსი რაიმე საქმის შესრულების შემდეგ მიიღებს ფულად ჯილდოს, ეს ქრთამად აღარ ჩაითვლება, თუკი თანხის გადახდა „საქმის შესრულების“ შემდეგ მოხდება. უზენაესმა სასამართლომ ადგილობრივ და სახელმწიფო მოხელეებს ნება დართო, მიიღონ ფულადი თანხები მას შემდეგ, რაც თავის ოფიციალურ მოვალეობას შეასრულებენ. კონგრესმენი აცხადებს, რომ რეალურად, ეს არის მექრთამეობა, რაც უნდა აიკრძალოს. 

 ჯექსონის თქმით, სასამართლომ განსაზღვრა, რომ  „თუ ფული ან დაპირება მიღებული იქნება საქმის შესრულებამდე, მაშინ ქრთამის მიცემა დანაშაულია. მაგრამ თუ უბრალოდ იცით, რომ ფულს შემდეგ გადაგიხდიან, ციხეში აღარ წახვალთ.”

უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ინდიანას შტატში მომხდარი შემთხვევის საფუძველზე მიიღო, სადაც მერმა ნაგვის მანქანების კომპანიასთან დადო 1- მილიონიანი  კონტრაქტი, რის შემდეგაც მან პირადად, გასამრჯელოდ  მიიღო 113,000 დოლარი. სასამართლომ გააუქმა მერის ქრთამის აღების ბრალდება და ფულის გადახდა „მადლიერების ნიშნად“ მოიხსენია.

ჯეფ ჯექსონისთვის ეს მიუღებელი გადაწყვეტილებაა და ამბობს, რომ იბრძოლებს, რათა მსგავსი ქმედებები კვლავ უკანონოდ გამოცხადდეს.

„ჩვენი ოფისი ბოლო სამი კვირის განმავლობაში მუშაობდა კანონპროექტზე, რომელიც ზუსტად ამ ხარვეზს აჩერებს და სხვა არაფერს მოიცავს,“ აღნიშნა ჯექსონმა.

მიუხედავად ამისა, კანონპროექტის გატანა არც ისე ადვილია. ჯექსონის თქმით, ის ხვდება, რომ მთავარი სირთულე  კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანაა, რადგან ამას მხოლოდ სპიკერი წყვეტს. გარდა ამისა, ახლოვდება არჩევნები, რაც პოლიტიკურ განწყობებს კიდევ უფრო ართულებს.

თუმცა, ჯექსონი აცხადებს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი: „თუ კონგრესი რაიმე აშკარას ეძებს, რაც ფართო საზოგადოებას მოეწონება, იდეა მზად მაქვს.“

მედიის ცნობით, ახლა  მთელი მსოფლიო აკვირდება, როგორ განვითარდება ეს ბრძოლა, რომელსაც ჯექსონი აშშ-ის ქრთამის კანონების გასამკაცრებლად აწარმოებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,792 ნახვა