ამ გაურკვეველ 14 მილიარდზე და ზოგადად ფულზე თუ დახმარებაზე აპელირება ევროკავშირის კონტექსტში – აი, ევროკავშირი იმიტომ გვინდა, ფული წამოვა, გავმდიდრდებით და ა.შ., არის ძალიან არასწორი კამპანია, რბილად რომ ვთქვათ, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
„კი, ევროკავშირი მეტ კეთილდღეობას ნიშნავს და ამაზეც უნდს ვილაპარაკოთ, მაგრამ ფულის ქცევა მთავარ მესიჯად, არ ვიცი, ვინ ჭკვიანმა მოიფიქრა (ეჭვი მაქვს მიშას იდეა იქნებოდა).
ევროპა ჩვრნთვის პირველ რიგში არის ცივილზაციური არჩევანი და რუსეთისგან საბოლოოდ თავის დაღწევის საშუალება და მერე დანარჩენი ყველაფერი. გასაგებია, რომ არჩრვნების წინ ხალხს რაღაც კონკრეტულს უნდა დაპირდე, მაგრამ შენი მხრიდან უნდა დაპირდე და არა სხვისი ფული.
თან ამ მესიჯის საპასუხოდ “ოცნება” მარტივად კითხულობს: თუ 14 მილიარდია გამოყოფილი გაწევრიანების ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის, როგორც ამას ოპოზცია ამბობს, გვაჩვენეთ მოლოდოვისთვის და უკრანისთვის მიცემული 14 მილიარდიო“,-წერს მერაბ მეტრეველი.