GD Banner
პოლიტიკა

მარიამ ლაშხი – ეკა გიგაური არ არის სამოქალაქო სექტორის რეალური წარმომადგენელი და ის პირდაპირ ოპოზიციურ მხარეს წარმოადგენს

“არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონმდებლობა და დემოკრატიის რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები” – ასე ჰქვია საკომიტეტო მოსმენას, რომელიც ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათში დაიწყება. სამი მომხსენებლიდან ერთი ქართველია – ეკა გიგაური.

“ქართული ოცნება” თვლის, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციით შენიღბული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაა და მოუწოდებს ამერიკულ მხარეს სანამ გიგაურს მოუსმენს, 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის გაყალბების საქმე გამოიძიოს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არასამთავრობოებსა და ოპოზიციას საერთო პოლიტიკური მიზნები აქვთ და ის ორივე ძალისთვის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე გადის.

“ქალბატონი გიგაური არ არის სამოქალაქო სექტორის რეალური წარმომადგენელი და ის პირდაპირ ოპოზიციურ მხარეს წარმოადგენს. არც იქნება გასაკვირი, რომ პირდაპირ სენატშიც სწორედ ის ღირებულებები და შეხედულებები დააფიქსიროს, რასაც ის აქამდე ემსახურებოდა. იმის მაგივრად, რომ რეპუტაცია შელახულ ორგანიზაციას არ ჰქონდეს შესაძლებლობა მსგავსი ტიპის ტრიბუნის, სამწუხაროა, მას ეს შესაძლებლობა ეძლევა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესზე,“ – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,342 ნახვა