GD Banner
პოლიტიკა

ახლა ამის დრო არ არის – ხატია დეკანოიძე ვერ აკონკრეტებს ევროპულ ფონდს, რომელიც საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემას ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ აპირებს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია, ევროპული ფონდების შესახებ, რომლებიც არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემას უზრუნველყოფენ, თუმცა, კითხვაზე, კონკრეტულად რომელი ორგანიზაცია აპირებს აღნიშნული თანხის გადაცემას, პასუხობს, რომ ახლა ამაზე სასაუბრო დრო არ არის.

დეკანოიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მზად არის, 14 მილიარდ ევროზე უსასრულოდ ილაპარაკოს.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია,რომ არსებობს უამრავი ფონდი, ევროპული ფონდი, რომელიც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის სწორი არჩევანის შემდეგ მიიღებს იმ 14 მილიარდს. მე მზად ვარ გელაპარაკოთ და გესაუბროთ უსასრულოდ 14 მილიარდზე, ახლა ამის [ორგანიზაციის დასახელების] დრო არ არის.” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,160 ნახვა